მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის და გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილთ. რაც სამთო -სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა ,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მარნეულის ცენტრში მუშა სიმაღლიდან 8 ივნისს, დღის მეორე ნახევრში გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 51 წლის მამაკაცი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზიულაჯლოდან იყო.