დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ საბათლოში, მდინარე ალაზანში მაშველებმა გუშინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, როგორც კახეთის სამშენებლო ჯგუფები, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, სამოც წლამდე მამაკაცი მდინარეში მეგობრებთან ერთად გუშინ შევიდა, მაგრამ მდინარემ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.