მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში ,მდინარე მტკვარში მამაკაცის  ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა ცხედარი მდინარეში გუშინ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებს მაშველები და მყვინთავები ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს ,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.