რუსეთის პრეზიდენტთან მოხვედრა მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტთან მოხვედრა მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი. ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისთვის კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად საგანგებო ტექნიკა დაამონტაჟეს.

გავრცელებული ინფორმაციით,გვირაბში შესული ადამიანი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება, შემდეგ კორონავირუსზე ტესტს უღებენ  და შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ  ექნება. 

როგორც ცნობილი ხდება, შეხვედრების დიდ ნაწილს ვლადიმერ პუტინი  ონლაინ რეჟიმში ატარებს. პანდემიის დაწყების შემდეგ პუტინი პირველად 12 ივნისს  გამოჩნდა და რუსეთის შრომის გმირებს მედლები ღია ცის ქვეშ გადასცა.