თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად, სტიკერები დააკრეს. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.
2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე პარლამენტის წინ, სიმბოლური აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.