რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილი ხდება ,გაერთიანების ხუთი ფილიალის გამგე, ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს მუშაობას.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში სააღმზრდელო დაწესებულებების გამგეები სასწავლო –სააღმზრდელო პროცესების მმართველის პოზიციაზე გადადიან. მათ შორის არიან რუსთავის მე-10, 25-ე,31-ე და მე-20 ბაღის გამგეები.
ასევე, არსებული ინფორმაციით, N27-ე ბაღის გამგე ეკა ცერცვაძე, გაერთიანებასთან მოლაპარაკებების შედეგად, ბაგა-ბაღების გაერთიანების კვებისა და სანიტარული ნომრების ინსპექტირების განყოფილებაში გააგრძელებს მუშაობას.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა tv4-ს განუცხადა, გაერთიანებაში რეორგანიზაცია რუსთავის ბაგა -ბაღებში პროცესების გაჯანსაღებას და უკეთესი შედეგის დადგომას ემსახურება.
ეკა ხუციშვილმა tv4-თან რეორგანიზაციის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა-მისი ინფორმაციით ,ბაგა-ბაღების გაერთიანება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ინტენსიურად მოწმდება,პერმანენტულად მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი, იმისთვის,რომ სკოლამდელი განათლების შესახებ კანონში არსებული მითითებები ზედმიწევნით შესრულდეს.
კერძოდ ,ეკა ხუციშვილის ცნობით, ბაგა-ბაღების გაერთიანებას შესაბამისი უწყებების მხრიდან მონიტორინგის შედეგები გადმოეგზავნა ,რომელშიც აღნიშნული იყო,რომ გაერთიანებაში მეთოდისტების სიმცირეა.
„სწორეედ ამიტომ, რადგან სამი მეთოდისტი გვყვავს 177 ჯგუფზე, მეთოდისტების დამატებაზე და შტატის მომატებაზე მუნიციპალიტეტი ფიქრობდა და ზრუნავდა, რადგან დასკვნაც მოვიდა,გადაწყვეტილება მივიღეთ , ბაღების გაერთიანებაში დაემატოს ეს შტატი, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების მმართველები.“-განაცხადა ეკა ხუციშვილმა
ეკა ხუციშვილის ცნობით,მნიშვნელოვანი იყო ,რომ პოზიციაზე შესაბამისი განათლების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები დასაქმებულიყვნენ.
„ბაღებში თითქმის, ყველგან კარგი კადრი გვყვავს. ეს ადამიანები ,ვისთანაც მოლაპარაკება მიდიოდა, სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები არიან. რადგან ქვეყანაში 20-30 წელია სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტების ბაკალავრი აღარ არსებობს, რომ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები მოამზადონ,მთავარი არის ,რომ ასეთი სპეციალისტები ,რადგან გვყვავს,მათი რესურსი გამოვიყენოთ”-აცხადებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი,ეკა ხუციშვილი.
ცონბისთვის, ბაგა-ბაღების გამგეების ხელფასები 900-950 ლარამდე , ფილიალებში ჯგუფების რაოდენობის მიხედვით, მერყეობდა. გაერთიანებაში კი მათი ხელფასები, 100 ლარით გაიზარდა და 1000 ლარით განისაზღვრა.