რუსთავის მერიას, ქალაქის ინოვაციების ჰაბსა და „ფი-ქეი-ეფ კაიზენ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავის მერიას, ქალაქის ინოვაციების ჰაბსა და კომპანია „ფი-ქეი-ეფ კაიზენ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა, რევაზ ბარბაქაძემ და კომპანია „ფი-ქეი-ეფ კაიზენ“-ის მმართველმა პარტნიორმა, დავით გვეტაძემ მოაწერეს.

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის რევაზ ბარბაქაძის განცხადებით, სამმხრივი მემორანდუმი რუსთავის რეინვენტარიზაციისა და რევიტალიზაციის ხელშეწყობას, ქალაქში “Smart” და “active” კონცეფციების დანერგვას ითვალისწინებს.

მისივე განმარტებით, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სპორტული ღონისძიებების მსოფლიო პროგრამებში ქალაქის ჩართვაზე, ინოვაციური განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის, ქალაქში ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების შექმნაზე.