რუსთავის მერიაში, აიდიათონის – “ინოვაციური გადაწყვეტები პოსტ COVID ქალაქისთვის” დასკვნითი, ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს .
ონლაინ შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე დაესწრნენ.
ჯამში ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის 70- ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა , მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის თანამშრომლები.
პროექტი UNDP-ის ხელშეწყობით, რუსთავის მერიის, ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბის’’, Future Laboratory-ის და პლატფორმა “ორბელიანის” თანამშრომლობით ხორციელდება.
აიდიათონის მიზანია, ახალგაზრდებთან, ადგილობრივ და კერძო ორგანიზაციებთან ერთად, პანდემიის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები შეიმუშავოს.
25 მაისიდან-12 ივნისამდე, 100-მდე რუსთაველმა მოსწავლემ, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიის გამოყენებით, დისტანციურ რეჟიმში, Future Laboratory-ის 2-კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა.
ორი კვირის განმავლობაში, ახალგაზრდებმა ინოვაციური იდეები შეიმუშავეს, არსებული ინფორმაცია დაამუშავეს , ბიუჯეტი გაწერეს და პრეზენტაციები მოამზადეს .
აიდიათონზე 13 ინიციატივა იყო წარმოდგენილი . ჟიურიმ ყველა მათგანი მოიწონა. ინიციატივების განხორციელებისთვის, მხარდაჭერას რუსთავის მერია, ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბი’’, ფონდი ,,ორბელიანი’’ და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი უზრუნველყოფენ.
გარდა ამასა, მონაწილეებს დამატებითი თანხების მოძიების შესაძლებლობა ქრაუდფანდგის პლატფორმა orbelianimeti.ge-ის მეშვეობით ექნებათ.
იდიათონის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.
რუსთავის მერიის , რუსთავის ინოვაციების ჰაბის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რუსთავში 2019 წლის ნოემბრიდან, რამდენიმე სკოლაში პროექტზე დაფუძნებული სწავლების (project based learning) საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელსაც მომავლის ლაბორატორია ახორციელებდა.
მიმდინარე წლის მარტში, მომავლის ლაბორატორიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა, სადაც პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებმა პროექტები წარადგინეს. კონფერენციას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა.
პრეზენტაციებში ძირითადი აქცენტი რუსთავში არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების ეფექტური გზების ძიებაზე იყო გაკეთებული.
რუსთავის მერია და ,,რუსთავის ინოვაციების ჰაბი’’ ქალაქის ინოვაციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურ საქმიანობას აგრძელებენ.