რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ხვალიდან გაიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, ტურიზმის გახსთანსთან დაკავშრებული საკითხები განიხილეს. 

 საბჭომ  მუზეუმების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება . სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და მათ დღის განმავლობაში მიეწოდებათ.

როგორც რუსთავის მხარეთმოცდნეობის მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა tv4-ს განუცხადა,  მუზეუმში ინსტრუქციების მიღებას დაელოდებიან და ხვალიდან სივრცეში ვიზიტორთა მიღება , რეკომენდაციების შესაბამისად, დაშვებული იქნება.