რუსთავის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ 6 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე კიდევ 6 პაციენტის კვლევის პასუხებია ცნობილი – ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და კვლევის შედეგად კოვიდინფექცია არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა. როგორც TV4-ს რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს, პაციენტების ნაწილი ბინაზე უკვე გაეწერა, ნაწილი კი სხვადასხვა განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

როგორც TV4-ს მედიკოსებმა განუცხადეს, რუსთავის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. 

შეგახსენებთ, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში COVID19-ზე ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ რუსთავში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.