რუსთავის ცხელების ცენტრში 14 პაციენტი მოათავსეს,საიდანაც რვა ამსტერდამიდან ჩამოსული მოქალაქეა

რუსთავის ცხელების ცენტრის რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ, Tv4-ს განუცხადა,  ცენტრში მოთავსებული რვა პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, დღეს ცხელების ცენტრში 14 პაციენტია მოთავსებული,საიდანაც რვა ამსტერდამიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო, ცხელების ცენტრში აეროპორტიდან გადმოიყვანეს.

14-ივე პაციენტის საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადააგზავნეს და პასუხები ხვალ  გახდება ცნობილი.