რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 84 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ექიმის ცნობით, პაციენტი საკარანტინო ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საეჭვო სიმპტომტიკით გადაიყვანეს. ცხელების ცენტრში შესულ პაციენტს მომატებული ტემპერატურა და მაღალი წნევა უფიქსირდებოდა.
დადასტურებული კოვიდის შემთხვევა იმპორტირებული შემთხვევაა. ქალი საქართველოს მოქალაქეა და ის საკარანტინო სივრცეში სომხეთიდან გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვან ქალს ვირუსი კოვიდინფიცირებული მეუღლისგან გადაედო. ამ დროისთვის პაციენტი მცხეთაში, კოვიდის მიმღებ იმ ცენტრშია მოთავსებული, რომელშიც მისი მეუღლე მკურნალობს.