რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ცხელების ცენტრის სამივე პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.
როგორც TV4-ს ცენტრში განუცხადეს, ამ დროისათვის ცხელების ცენტრში ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. ორივე პაციენტი რუსთავის მაცხოვრებელია. მათ სპეციალისტები ტესტს კორონავირუსზე დღის განმავლობაში ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.