,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ქალაქში არსებული მემორიალებისა და ძეგლების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.
ამ დროისათვის, სპეცტექნიკის გამოყენებით გმირთა მემორიალი ირეცხება.
ქალაქში არსებული ძეგლები და მემორიალები რუსთავის მერიის “რუსთავ სერვისცენტრის” მოვლა-პატრონობის ქვეშ არის, შესაბამისად “რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლები ქალაქში სამუშაოებს ატარებენ.
სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას განცხადებით,სამუშაოები სისტემატურად ტარდება და ქალაქის მასშტაბით არსებული ყველა ძეგლი,სკულპტურა და მემორიალი სუფთავდება.