რუსთავში მცხოვრებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი 9 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ტესტები კოვიდ19-ზე ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს გუშინ აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია, მე-10 შემთხვევა გუშინ დაუდასტურდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდას, რომელიც რუსთავში ცხოვრობს.