150 სასტუმროს უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენმა დროებით ითხოვა ვადა იმისთვის, რომ განხორციელდეს ინსპექტირება, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ ბაზაში დარეგისტრირებულია 939 კომპანია — სასტუმრო, 150 სასტუმროს უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენმა დროებით ითხოვა ვადა იმისთვის, რომ განხორციელდეს ინსპექტირება რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ისინი სრულად დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს”, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 15 ივნისიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. ბექა ფერაძემ სასტუმროებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ ის პერიოდი რაც აქვთ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა ნორმა, რათა მოქალაქეებისა და ტურისტების მიღება შეძლონ.