საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდინფექცია სულ 810 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა სულ 683-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2 915 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პირი.