საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. “კოვიდ19”-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 828-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 694-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 შემთხვევა დადასტურდა.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„ექვსი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცინო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველ წყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. იმედია, წყარო მოიძებნება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრბში 121 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 230 ადამიანი, ხოლო 285 პირი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა.