საქართველოში კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ19-ის 851 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 702 პაციენტი გამოჯანმრთელდა 14 კი გარდაიცვალა.