საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 898-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 752-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსის შედეგად, 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 891 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256.