საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 919 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი –სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 780-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.