საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 924 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 819 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 230 პირი.