ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს წითელ ზონად გამოცხადებულ სოფელ გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა.
სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტრი დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიიღო.
პაკეტების დარიგება ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ წითელ ზონაში, სოფელ მუშევანში, სასურსათო პაკეტები უკვე დარიგდა.