ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან ლუგარში გაგზავნილი 66 ბიოლოგიური საკვლევი მასალიდან კოვიდ19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ბოლნისის მერიაში დაუდასტურეს.
მუშევანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოფელია, რომელიც ვირუსის გამო ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა. სოფლის მასშტაბით სულ „კოვიდ19-ის” 80 შემთხვევა ფიქსირდება.