გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტის მონაწილეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მამაკაცს ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს ვენა და არტერია აქვს დაზიანებული და მართვით სუნთქვაზეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.