ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა  თბილისში, გმირთა მოედანზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.