რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოსკოვში მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობა 2036 წლამდე შეეძლება.
“არა სამუდამო პუტინს!“ – ეს არის აქციის მონაწილეების მთავრი ლოზუნგი და მოთხოვნა აქციაზე.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა დემონსტრაციის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია 50-მდე პირი.