გარდაბანში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გარდაბანში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – კოვიდინფიცირებული პაციენტები რუსთავის საკარანტინო ზონაში იყვნენ მოთავსებულები – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტებს ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად საკარანტინო ზონაში აუღეს და დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.