გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის,შოთა რეხვიაშვილი ცნობით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 388 საკვლევი მასალიდან, კორონავირუსზე ერთი დადებითია და ის ყარაჯალარს უკავშირდება.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, ჯამში გარდაბანში “კოვიდ 19″-ის 50 ფაქტია დადასტურებული,საიდანაც 30 ყარაჯალარში დადასტურებული შემთხვევაა.
“388 ანალიზიდან, 245 ყარაჯალარიდან იყო გაგზავნილი, 251 კვლევაშია და ველოდებით.
388 რვა ანალიზიდან 245 იყო ყარაჯაალარი, 251 კვლევაშია და ველოდებით.
სოფლის მეურნეობის კუთხით, მოსახლეობას ყველა საშუალება აქვს, აქტივობები განახორციელონ. ისევე,როგორც დისტრიბუციის და პროდუქტის გადატანაში შეფერხება არ არის და პრობლემები არ არის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღეს ორი ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს სოფელში,არის მომართვიანობა, თუმცა ვადასტურებ ,რომ ეს მომართვიანობა იყოს მეტად გააქტიურებული.
დღევანდელი ფაქტიდან გამომდინარე ,მიზნობრივი კვლევები, ოჯახის წევრებთან და კონტაქტებთან ვიმუშავებთ, მიზნობრივ კვლევასთან ერთად ,მასობრივ კვლევებში. შესაბამისად, არ ვწყვეტთ საინფორმაციო კამპანიას, ადგილობრივი აქტივი და წითელი ჯვარი მუშაობს აქტიურად მოსახლეობასთან. “-განაცხადა შოთა რეხვიაშილმა .
📣📣ეპიდვითარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში 📣📣 ყარაჯალარში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 🔊 მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი მხარის პირველმა პირმა,შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა
Geplaatst door TV4.ge op Maandag 27 juli 2020