“სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტის შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს”-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.
„გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.