UPDATE: როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში TV4-ს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გონება არ დაუკარგავთ, თუმცა ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. ექიმის ცნობით, პაციენტებს ამ დროისათვის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.
რუსთავში,დავით გარეჯის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხითმოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დედა-შვილი სასწრაფოს ბრიგადამ სამედიცინი დაწესებულებაში გადაიყვანა.