“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ , პარტიის სხვა წევრებთან ერთად ,ჭყონდიდელის დასახლებაში ბრიფინგი გამართა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ჭყონდიდელის დასახლებაში 250 ოჯახს საკუთრების დაკანონების პრობლემა აქვს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,ერთ თვეში გადაიჭრება.
მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება დროულად უნდა მოხდეს.