რუსთავის ცენტრალურ პარკში 7 წლის ნატალის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

 რუსთავის ცენტრალურ პარკში, 7 წლის ნატალი ბლიაძის დასახმარებლად მასშტაბური საქველმოქმედო აქცია მოეწყობა, რომელშიც, ორგანიზატორთა თქმით, მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკოსთა ჯგუფი მიიღებს. 

საქველმოქმედო ღონისძიება, 18:00 საათიდან თემატური გამოფენით დაიწყება და  საღამოს 20:00 საათზე კონცერტით გაგრძელდება. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

1.ბენდი “ლიბერტა”
2.არტ ლაიფი
3.ქუჩის მუსიკოსები ( თორღვა,საბა ღურწკაია)
4.სუხიშვილების მოცეკვავეები
5.პატარა ვირტუოზი
6.ბენდი “რუქ-ართი”
7.ანანო მჟავია
8.ნიკა გიორგაძე
9.”ცხელი შოკოლადი”

შეგახსნებთ, რომ ნატალი ბლიაძეს ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა. დაავადება აგრესიული ფონით მიმდინარეობს და გოგონას გადარჩენისათვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ექიმების განმარტებით, ნატალიას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.