პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” მარნეულში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.
“ლელოს” ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ,საკუთარი ხედვები გააცნეს.
დღესვე ,პარტიამ შეკრებილ აუდიტორიას მარნეულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი მურად მურადოვი წარუდგინა.
TV4-ის კითხვას ,- რა გამოწვევები აქვს პარტიას მარნეულში და როგორი პრიორიტეტებით იწყებს მუშაობას პოლიტიკური მოძრაობა, “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა.
მისი განცხადებით, მარნეულს აქვს პოტენციალი, რომ სურსათის ექსპორტის მიმართულებით რეგიონული ბიზნესცენტრი გახდეს და ლელო სწორედ სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დასანერგად და ცოდნის შესატანად დაიწყებს მუშაობას.
„მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, თავისი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე.
ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ. სწორედ ამიტომ, „ლელოს“ გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება. ამის საშუალებას მოგვცემს ის გამოცდილება, რომელიც რეგიონს სოფლის მეურნეობაში აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ მის განვითარებაში – სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ახალი ცოდნის შემოტანით მარნეული უნდა გახდეს საექსპორტო სასურსათო პროდუქციის წარმოების ეპიცენტრი,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” პირველი ოფისი რეგიონის მასშტაბით რუსთავში, 19 ივნისს გახსნა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" მარნეულში ოფისი გახსნა📣📣 ,, "ლელოს" გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება"- პარტიამ მარნეულში რაიონული ოფისი გახსნა 📣ოფისის გახნის ცერემონიაზე "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას სიტყვით მიმართეს📣 https://bit.ly/2BrOvhD
Geplaatst door TV4.ge op Woensdag 1 juli 2020