მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მოქმედი პოლიციელი  გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. პროკურატურა სხვა დეტალებზე  არ საუბრობს. 

ცნობისთვის, დანაშაული ისჯება  თავისუფლების აღკვეთით ,ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.