მცხეთაში მეორე დღეა,მდინარე მტკვარში დაკარგული ქალის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბია შექმნილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.