რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ-ებში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი ქალაქის მერიის ყველა ა (ა) იპ-ში მიმდინარეობს.
როგორც Tv4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და პირველ ეტაპზე , რეორგანიზაცია ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა, სადაც როგორც უკვე ცნობილია, კადრების გარკვეული როტაცია მოხდა. ცნობისთვის,აღნიშნულის შესახებ Tv4-მა ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა.
ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესში, სამსახურის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ დარჩება.
რეორგანიზაციას რუსთავის მერიაში სტრუქტურის დახვეწის მიზნით ხსნიან. მათვე ცნობით ,პროცესი თანამშრომლების შემცირებას არ ითვალისწინებს.