რუსთავის მერმა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ახალი ავტომანქანები დაათვალიერა

  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ ახალ  ავტომანქანებს ათვალიერებს.ირაკლი ტაბაღუა ავტომანქანების  ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს ესწრება. 

 

 

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, რუსთავს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 3 ახალი ავტომანქანა გადაეცა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.