რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 10 პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს.
ექიმის ცნობით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის ცენტრში 2 პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი რუსთაველია და ისინი მომატებული ტემპერატურის სიმპტომით ბინიდან სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.
პაციენტებს ადგილობრივი სპეციალისტები ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან გამოსაკვლევად. პასუხები პროტოკოლის თანახმად 24 საათში გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ამ დრომდე 700-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.