2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, კანდიდატს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.
“ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში, თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც მთავარია ის ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს ოთხი შვილის დედობას”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ცნობისთვის,მისი კანდიდატურა რუსთავის მუნიციპალიტეტს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულებს წარმოადგენს.