რჩეულიშვილის ქუჩაზე,რეკრეაციულ სივრცეში ტრენაჟორების დაზიანებული სახურავი შეაკეთეს

ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ტრენაჟორების დაზიანებული  სახურავი შეაკეთეს.

სამუშაოები, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მითითებით, კომპანია „რეო ენერჯიმ“ განახორციელა.

შეგახსენებთ, Tv4-თან ადგილობრივები აცხადებდნენ,რომ კონსტრუქცია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და მის შეკეთებას ითხოვდნენ

კონსტრუქცია იმ კომპანიამ შეაკეთა,რომელმაც რეკრეაციული სივრცე მოაწყო.