საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 948 შემთხვევაა დადასრურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 825-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3569 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 199.