საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთლდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
UPDATE: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 6 კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.
ქვეყანაში სულ კორონავირუსიის 1028 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 899 უკვე გამოჯანმრთლდა.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.