საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 900-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.