საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე STOPCOV.GE ცოტა ხნის წინ განახლდა.
საიტის მონაცემების თანახმად, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1155 შეადგენს. მათ შორის 929 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.