დაკარგულ 13 წლის მოზარდს მე-6 დღეა ეძებენ

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა პირადი შემადგენლობა დღეს 45-დან 80-მდე გაიზარდა. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენი და ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.