ქალი,რომელსაც გარდაბანში “კოვიდ 19” დაუდასტურდა რუსთავის ძველ ბაზარში მუშაობდა

ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა. საუბარია რუსთავის ძველ ბაზარზე. ინფორმაცია  Tv4-ს  სოფლის რწმუნებულმა დაუდასტურდა. 

სოფლის რწმუნებული ვერ აკონტრეტებს  ინფორმაციას იმის შესახებ, ბაზრის რომელ ნაწილში მუშაობდა კოვიდინფიცირებული პირი.  

„ გარდაბნის რაიონში, სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალბატონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. ვიცი,რომ ის საკრანტინო სივრცეში იყო და რუსთავის  ძველ აგრარულ ბაზარში მუშაობდა.არ ვიცი, მას კიდევ რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ან ვინ იყო პირველწყარო.”- განაცხადა სოფლის რწმუნებულმა  ილგარ მურადოვმა. 

Tv4 ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. 

Update: როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა და დაზუსტდა, ქალი ძველი ბაზრის ღია ნაწილში მუშაობდა და ის თვეზე მეტია, სავაჭრო ობიექტზე არ ყოფილა. 

” კოვიდინფიცირებულ პირს, რუსთავის აგრარულ ბაზართან შეხება დაახლოებით თვენახევრის წინ ჰქონდა.  როგორც შესაბამის უწყებებთან ერთად მოვიკვლიეთ,   ქალი რუსთავის ძველი აგრარული ბაზრის ღია ნაწილში საქმიანობდა, თუმცა ის თვეზე მეტია ბაზარში არ ყოფილა. “-განაცხადა დავით ბეგაშვილმა