რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიების პარალელურად, მოძრაობა „გავიგუდეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
საპროტესტო აქცია მდუმარე იყო. მოძრაობის “გავიგუდეთ” წევრებმა მთავრობის ღონისძიებასთან ახლოს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული ბანერები მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველი აქტივისტები “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანას აპროტესტებენ. მათი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დაპირებით, ცვლილებათა პაკეტი საგაზაფხულო სესიაზე უნდა განხილულიყო და დამტკიცებულიყო.