სოლომონ პავლიაშვილი-გარდაბანში პროდუქტის რეალიზების პრობლემა არ შეიქმნება

 სოფელ ყარაჯალარში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმყოფებოდა. 

მისი განცხადებით,  გარდაბნის მოსახლეობას პროდუქტების რეალიზების პრობლემა არ შეექმნება და დისტრიბუციის ნაწილში სახელმწიფო თავად დაეხმარება ადგილობრივებს.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა,  მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ ადგილობრივ მოვაჭრეებს სოფლის დატოვების საჭიროება არ ექნებათ და პროდუქციის გატანა სოფლის სასაზღვრო ნაწილში მოხდება.

მისივე ცნობით,დღეს 10-მდე M2 ტიპის სამარშრუტო მანქანა იმყოფებოდა სოფლის ტერიტორიაზე, რომელმაც შეძენილი პროდუქტები ქვეყნის სხვადსხვა ბაზრებზე სარეალიზაციოდ გაიტანა

“სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ მოსახლეობას, არცერთი გრამი პროდუქტის რეალიზებიც პრობლემა არ შეექმნას“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.