დღეს, ჯგუფ “გავიგუდეს” წევრები რუსთაველებს ღია სივრცეში შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ინფორმაციის უკეთესი ფორმით გავრცელება იყო.
როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ “გავიგუდეთ” ყველა არსებულ ხერხს გამოიყენებს, რომელიც ადამიანებს გააგებინებს, რომ ქალაქში ჰაერი არის დაბინძურებული.
“როგორც იცით, ჩვენ მესამე წელია აქტიურად ვიბრძვით უპასუხისმგებლო მეწარმეების მხრიდან რუსთავის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. თუმცა, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ხშირ შემთხვევაში რუსთაველებამდე საკმარისად ვერ მიგვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი საფრთხის და კატასტროფის წინაშე ვდგავართ.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გავმართოთ საჯარო შეხვედრები სკვერებსა და პარკებში მოსახლეობასთან, რათა შევძლოთ მოგაწოდოთ ინფორმაცია რეალური პრობლემის შესახებ, გავმართოთ დისკუსია და ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას”, – წერს ჯგუფი “გავიგუდეთ”.